6-მდე სოფელში სარწყავი წყლის მიწოდება სეზონური სამუშაოებისთვის რამდენიმე დღეში აღდგება

SAIMERLO1

სოფელ საიმერლოში  არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  არხი მრავალი წლის განმავლობაში ცუდ მდგომარეობაში იყო, ტერიტორიაზე ანტისანიტარული მდგომარეობა ადვილად შეიმჩნეოდა. ნარჩენების გარდა კი იქ  სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებსაც შეამჩნევდით. ტერიტორიის ირგვლივ კი არასასიამოვნო სუნი მძაფრად იგრძნობოდა, რაც მოსახლეობას და გამვლელებს აწუხებდა.

არხის რეაბილიტაციას საქართველოს მელიორაციის სამსახური ანხორციელებს, ამავე სამსახურის საგეგმო დეპარტამენტის გეგმაში შედიოდა აღმაშენებლის არხის რეაბილიტაცია, რომელიც სოფელ საიმერლოში გადის.

როგორც სარეაბილიტაციო სამუშაოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ონიანი ჩვენთან საუბარში ამბობს , არხის სიგრძე დაახლოებით 39 კილომეტრია, რომლის გაკეთებაც ეტაპობრივად ხდება.

გაწმენდითი სამუშაოები კი თითქმის დასრულებულია. სოფელ საიმერლოში გარკვეულ მონაკვეთზე  ბეტონიც დაასხეს, თუმცა სამუშაოების შეჩერება რამდენიმე დღეში მოუწევთ გამომდინარე იქედან, რომ არხის წყალი რამდენიმე სოფელში გადის და მოსახლეობას სარწყავი წლით უზრუნველყოფს.

გიორგი ონიანის კომენტარი შეგიძლიათ მოისმინოთ აქ –

როგორც გიორგი ონიანი ამბობს პროექტი არხის რეაბილიტაციისთვის 2018 წლის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტის ღირებულება კი 933 700 ლარია.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register