გენდერული კვოტირების პროექტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

GENDERI

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით სავალდებულო გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. მას მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. „საარჩევნო კოდექსში”, როგორც ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას 75 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. აღსანიშნავია, რომ „ევროპულმა საქართველომ” გენდერულ კვოტირებას მხარი არ დაუჭირა.

37,455 ამომრჩევლის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და პარტიებს ავალდებულებდა, რომ პროპორციულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინა.

კანონპროექტის მიზანი იყო, პოლიტიკური პარტიებისათვის სავალდებულო გენდერული კვოტირების დროებითი ნორმის შეტანის გზით, წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული ბალანსის გაუმჯობესება.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს ევალებათ დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას უბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი.

ცვლილება  მხოლოდ პროპორციულ სისტემას შეეხება. სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღებით,  პარტიულ სიებში (პროპორციული სიით)  ყოველი მეორე ქალი წევრი უნდა იყოს. საბოლოოდ კი, პარლამენტში ქალთა 25%- იანი წარმომადგენლობას – 150 დეპუტატიდან 38 ქალს მივიღებთ.

პარლამენტში ქალების რაოდენობით საქართველო მსოფლიოს 193 ქვეყანას შორის 120 ადგილზეა.

გლობალური გენდერის ინდექსის მიხედვით, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობით საქართველო, 144 ქვეყანას შორის, 90-ე ადგილზეა.

ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრები 16% -ია ქალი.  2016 წლის არჩევნების შედეგად, საპარლამენტო მანდატი 24‐მა ქალმა მიიღო.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, მხოლოდ 11,6% -ია ქალი. ქვეყანაში 15 მინისტრიდან მხოლოდ ორია ქალი.

 

წყარო: ლიბერალი 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register