თბილისის სატრანსპორტო კომპანია პარკირების მომსახურებისთვის 10 ევაკუატორს შეისყიდის

park

თბილისის სატრანსპორტო კომპანია 10 ერთეული ევაკუატორის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

კომპანიის ინფორმაციით, ევაკუატორების შესყიდვამდე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რითაც თბილისში პარკირების მოწესრიგება უნდა მოხდეს.

მათივე ინფორმაციით, ევაკუატორების შესყიდვაზე ტენდერი დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.

„ტენდერი გამოცხადებიდან დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება. ეს პერიოდი საკმარისი იქნება გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად. თვეები არ გაგრძელდება ეს პროცესი“, – განაცხადეს კომპანიაში.

წყარო: ipn.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register