რუსეთში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარს 53 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ქალაქ კემეროვოში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში 25 მარტს გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 53 ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 16 პირი დაკარგულად მიიჩნევა.
დაღუპულთა და დაკარგულთა შორის არიან ბავშვებიც. ისინი საგაზაფხულო არდადეგების დაწყების აღსანიშნავად გასართობ ცენტრში იმყოფებოდნენ, რომელიც დამწვარი ობიექტის მეოთხე სართულზე იყო განთავსებული. ხანძარი სწორედ აქ გაჩდა.
წყარო: netgazeti.ge
Amil Məmmədov2286 Posts
0 Comments