დამია გეურარხის მოსახლეობა 6 სოფლის მსგავსად მთვარ პრობლემად ნაგავს ასახელებს
სოფელი დამია გიურარხი მარნეულში მდებარეობს. სოფელში ადვილად შეამჩნვთ ადგილს, სადაც ახალგაზრდები უმეტესად თავისუფალ დროს ატარებენ. ეს ადგილი ჩაიხანაა, როგორც ჩანს მოსახლეობა აქ უცხო სახეებს იშვიათად თუ ხედავს, ამიტომ ჩვენს დანახვაზე ეჭვის თვალით ყურება დაიწყეს. როცა მათი პრობლემებით დავინტერესდით ყველა ერთხმად ნაგვის პრობლემის არსებობას ასახელებდა
ვითარების გასამტკიცებლად მათ ტერიტორია გვაჩვენეს, რომლის ძირითადი ნაწილი ნარჩენებითაა სავსე. შეიძლება ითქვას ეს სოფლის ერთ-ერთი ლამაზი ადგლია მწვანე ბალახს კი ნაგავი ფარავს.
მოსახლეობა ყოველივე ამას ნაგვის ურნების არქონით ხსნის.
მთივე თქმით, პრობლემაზე სახელმწიფო ორგანოებს უკვე მიმართეს
უცნობია კიდევ რამდენ ხანს მოუწევს სოფლის მოსახლეობას მსგავს ვითარებაში ყოფნა. ამ პრობლემის მოგვარებას ააი.პ „სუფთა მარნეულის“ დირექტორი მარნეულის სოფლებში 200 ურნის დადგმიტ გეგმავს, თუმცა არც ისაა ცნობილი როდის მიიღებენ ახალ სანაგვე ურნებს.
რადიო მარნეულს არაერთი სიუჟეტი მოუმზადებია მარნეულის სოფლებში არსებულ ნარჩენების პრობლემაზე
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments