მერიის მიერ გაყიდული 23 მანქანის ღირებულებას რადიო “მარნეულს” არ უმხელენ

gamg

მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ საიტზე 22 მარტს გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც მარნეულის თვითმმართველობის ბალანსზე არსებული 23 ავტომობილის აუქციონის წესით გასხვისებაზე იყო საუბარი. როგორც მერიის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ მუნიციაპლიტეტის თვითმმართველობას ჯამში 55 მანქანა ემსახურებოდა, 26 ავტომობილი აუქციონზე გაიტანეს მათგან 23 კი გაიყიდა.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ მერის გადაწყვეტილებით 18-ივე მერის წარმომადგენელს მანქანები აღარ მოემსახურება. ხოლო, თვითმმართველობის სტრუქტურული ერთეულებისათვის ავტომობილები განახლდება.

23 გაყიდული მანქანისაგან შემოსული თანხით მერია გეგმავს 5 ავტომობილის შეძენას, რომლებიც მათი თქმით შედარებით ეკონომიური იქნება და ნაკლებად დააბინძურებს გარემოს.

რამდენი თანხა შევიდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში იმ მანქანებით რომლებიც მერიამ აუქციონზე გაიტნა და გაყოდა. რას მოხმარდება მიღებული თანხა? ხოლო დარჩენილი ავტომობილები როგორ იქნება გადანაწილებული? (იგეგმება თუ არა მათი გაყიდვაც). როგორც ვიცით, მერის რწმუნებულებს ავტომობილები აღარ მოემსახურებათ. როგორ მოახერხებენ ისინი ადმინისტრაციულ ერთეულებში მისვლას და საკუთარი მოვალეობის განხორციელებას?

ეს ის კითხვებია რომლითაც რადიო „მარნეულმა“ მერიის პრესსამსახურს მიმართა, მათ კი პასუხის მისაღებად ოფიციალური წერილის მიწერა და 10 დღის განმავლობაში ლოდინი გვთხოვეს. სწორედ მერიის ამდაგვარი დამოკიდებულების გამო მარნეულელებს არ შეუძლიათ დაზუსტებული და სწორი ინფორმაციის დროულად მიღება.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register