შპს “მემონტაჟე ნიკა” საიმერლოს საბავშვო ბაღის მშენებლობის ტენდერის გამარჯვებულია

BAGI

მარნეულში სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის მარნეულის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც მხოლოდ ერთმა მიიღო მონაწილეობა და  შპს მემონტაჟე ნიკას სახელით ფიქსირდება.( დავით ტარყაშვილი)  მისი შეთავაზებული თანხა 587`000 ლარს შეადგენს.  მოსახლეობის მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სავარაუდოდ იმ ტერიტორიაზე მოხდება, სადაც ამდროისათვის  მემორიალია განთავსებული. ინფორმაციის გასარკვევად მარნეულის მერიის   ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსს ლერი ფანგანს დავუკავშირდით, რომელმაც თქვა,  რომ ბაღი საიმერლოში სკვერის ეზოში აშენდება.

საიმერლოს საბავშვო ბაგა ბაღის სამშენებლო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საბავშო ბაღის შენობაში მოთავსდება ოთახი სრულფასოვანი საჯგუფო ბლოკი და სხვა დამხმარე სათავსოები. მეორე სართულზე საბავშვო ჯგუფებთან ერთად განთავსდება ადმინისტრაციული სათავსები და სპორტული/სახელოვნებო ღონისძიებათა დარბაზი.შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მოქნე პირებისთვის

სამშენებლო დოკუმენტაციიდანვე ირკვევა, რომ მეორე მსოფლიო ომის მემორიალი სწორედ  იმ ტერიტორიაზეა განთაავსებული, სადაც ახალი ბაღი უნდა აშენდეს და მემორიალი გადატანას საჭიროებს.

ამავე დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მონუმენტის გადატანა უკიდურესი სიფრთხილით უნდა მოხდეს მისი ხანდაზმულოობისა და არასახარბიელო მდგომარეობის გამო.

11111

შეგახსენებთ, რომ სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღის 90 აღსაზრდელს ამავე სოფლის ერთ-ერთი კერძო სახლი იფარებს.  ძველი საბავშვო ბაღის დატოვება კი შენობის ავარიული მდგომარეობის გამო გახდა საჭირო.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register