სინოპტიკოსები საქართველოში თოვლიან და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 23-27 იანვარს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში კი თოვლი.
“24-26 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია თოვლი, ზოგგან ძლიერად ითოვებს, მაღალმთიან რაიონებში ზოგგან იქნება ქარბუქი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია -1, +4 გრადუსი. 26-27 იანვარს დაიკლებს ღამის მინიმალური ტემპერატურაც. 27 იანვარს თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონებში”,- აცხადებენ საგენტოში.
Amil Məmmədov2286 Posts
0 Comments