“დიაბეტური ტერფის სინდრომი” გადაცემაში “ცნობიერება”
რადიო “მარნეული” გთავაზობთ გადაცემის “ცნობიერება” ფარგლებში საუბარს თემაზე “დიაბეტური ტერფის მკურნალობის გაუმჯობესება.
გადაცემის სტუმრები არიან “Welfare Foundation” – ის აღმასრულებელი დირექტორი სიმონ გაბრიჭიძე და კლინიკის “პროფესორი” გენერალური დირექტორი ნინო იმერლიშვილი.
“დიაბეტური ტერფის სინდრომი ” – მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი.
პროექტი დიაბეტური ტერფის მკურნალობის გაუმჯობესება დაიწყო 2015 წლის 1-ელ თებერვალს და 2017 წლის ბოლომდე გაგრძელდება. იგი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია “Welfare Foundation”-ის მიერ, დიაბეტის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საქართველოს მასშტაბით დიაბეტთან ასოცირებული ტერფისმიერი გართულებებისა და მასთან დაკავშირებული ამპუტაციების რაოდენობის შემცირება.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 11 დიაბეტური ტერფის კაბინეტის ორგანიზება და აღჭურვა საქართველოს 6 რეგიონში: თბილისი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო და აჭარა. მოცემულ კაბინეტებში სამუშაოდ მომზადდებიან ექთან-პოდიატრისტები, რომელთა ინსტიტუტი ამჟამად არ არსებობს საქართველოში.
0 Comments