“მიმინო” მარნეულის ქუჩებში
გაწვრთნილი “მაჩო” მანრუელის ქუჩებშია.
თერთმეტი წელია რაც მახო ხუციშვილი ბაზიერია, მან მიმინო “მაჩო” ოთხი დღის წინ დაიჭირა და უკვე მოიშინაურა. მანრუელის სოფელ შულავერში ახალგაზრდა ბაზიერი ერთი წელია რაც ცხოვრობს, თუმცა მისი საქმიანობით უკვე ბევრი დაინტერესდა. მახო ამბობს, რომ ბაზიერობის უძველესი ხელოვნება მან ბაბუასგან ისწავლა და ამ საქმიანობას დღემდე დიდი ინტერესით ეკიდება.
“მაჩო” სიგრძეში 35 სანტიმეტრია , ის მხოლოდ რვა თვისაა და ხვალ, პირველად რადიოსაც ესტუმრება. ” Marneuli FM ” – მარნეულის თემის ინტერნეტ რადიო ხვალ სპეციალურ გადაცემას შემოგთავაზებთ ბაზიერობის ტრადიციაზე საქართველოში, ჩვენი გადაცემის სტუმარი მახო ხუციშვილი გაგვიმხელს ბაზიერობის საიდუმლობებეს და მოგვიყვება გაწვრთნილი მიმინოს, არწივისა და ქორის შესახებ.
0 Comments