მარნეულის ახალგაზდრული ცენტრის სპორტული აქცია

1377242_652083771493213_1612669560_n

„ჯანსაღი მომავლისათვის“
მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი ახალგაზრდებში სპორტის მიმართ ინტერესის გამოწვევის, ჯანსაღი ცხოვრების წესის და ასევე რეგიონში სპორტის განვითარების, აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენის და სათანადო ორგანოების 12715291_1116722901695962_7388296932336455935_nამაში ჩართვის მიზნით საქველმოქმედო აქციას იწყებს.

აქციის ფარგლებში მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნება. პროგრამზე ასევე სამინისტროები, საელჩოები, სპორტის ფედერაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან. ასევე ცნობილ სპორცმენებთან შეხვედრები, სპორტის სხვადასხვა სახეობებზე ჩემპიონატები ჩატარდება. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. პროგრამის ფარგლებში წარედგინება მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის სპორტის სფეროში განხორციელებული საქმეების ანგარიში. საქველმოქმედო აქციას შეუძლიათ შეუერთდნენ ნებისმიერი ფირმის, ორგანიზაციის, განათლების და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები და ასევე ფიზიკური პირები. მსურველებს შეუძლიათ შეუერთდნენ აქციას სპორტული აღჭურვილობით (ბურთი, ფრენბურთის ბადე, ჭადრაკი, ბატმინტონი) ან ფინანსური მხარდაჭერით. სპორტული აღჭურვილობა მარნეულში და სოფლებში მცხოვრებ სასკოლო ასაკის ახალგაზრდებს დაურიგდებათ. ეს იქნება სტიმული ახალგაზრდებისათვის, რომ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. სპორტული საგნის წარმდგენი ორგანიზაციას, ფირმას ან ფიზიკურ პირს შეუძლია საჩუქარს დადოს თავისი ნოტა ახალგაზრდებს. აქცია 2016 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 15 აპრილამდე გაგრძელდება. ბოლოს წარდგენილი იქნება სპორტული აღჭურვილობის და ფინანსური დახმარების ელექტრონული სია.
თქვენც შეგიძლიათ როგორც პროექტის პარტნიორი მხარი დაუჭიროთ ახალგაზრდების ჯანსაღი წესით ცხოვრებას!
ლარი- JSC VTB Bank (Georgia)
SWIFT: UGEBGE22
IBAN: GE53VT3900000000903608
მისამართი: მარნეული, „ჩაის სახლი“
ტელ: 599-13-56-55
595-67-27-97

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register