ბაზიერობა მარნეულში

bazieri-3

დღევანდელ რუბრიკაში ახალგაზრდა ბაზიერ, მახო ხუციშვილს გაგაცნობთ.

მახო თერთმეტი წელია ბაზიერობას მისდევს , მტაცებელი ფრინველებიდან არწივი, ქორი და მიმინო უკვე მოიშინაურა. რა არის ბაზიერობა, როგორ ხდება მტაცებელი ფრინველების ნადირობისათვის წვრთნა, რა ტექნიკას იყენებენ ამისათვის ბაზიერები ჩვენი რუბრიკის სპეციალური სტუმარი, მარნეულში პირველი ბაზიერი – მახო ხუციშვილი გვიყვება.

დღეს  სტუდიაში იმყოფებოდა “მაჩო” , ის გადაცემის ჩაწერის დროს მშვიდად იჯდა და ჩვენ საუბარს დიდი ინტერესით უსმენდა, გადადით ლინკზე და თქვენც მოისმინეთ როგორ ასწავლა ბაბუამ მახოს ბაზიერობა.

სიტყვა ,,ბაზიერი” სპორტული წარმომავლობისაა, ,,აბზი” დამჭერ-მტაცებელ ფრინველს ჰქვია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საბაზიერო ხელოვნების სამშობლო აზიაა (ინდოეთი, ჩინეთი, მონღოლეთი) და იგი 4 000 წელს ითვლის.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში, იგი უფრო მეფეთა და დიდებულთა გატაცება იყო. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ბოლო ათასწლეულის მანძილზე საქართველოში განსაკუთრებით განვითარებული ყოფილა ქორ-შავარდენით, ასევე მიმინოთი ნადირობა. ქორ-შავარდენით ნადირობა განსაკუთრებით განვითარებული ყოფილა თამარ მეფის დროს, XII საუკუნეში. შუა საუკუნეებში ბაზიერის ხელოვნება უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული, ერთი დაგეშილი მიმინო ერთი ქალწულის ფასად იყო შეფასებული. ჩვენში დამჭერ ფრინველთა ნადირობა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში (აჭარა, გურია, აფხაზეთი, იმერეთი) გამოირჩეოდა  პოპულარობით, სადაც ძირითადად მიმინოთი (ნარდი თუ კაპუეტი) ნადირობდნენ. გარდა მიმინოსი, აქ იყენებენ ქორს, ალალს, მარჯანს და სხვა მტაცებელ ფრინველს. აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მეტად შევარდენით, გავაზით და ქორით ნადირობა იყო დამკვიდრებული. საამისო ფრინველებიც ბლომად იყო: ხოხობი, ქედანი, გნოლი, გვრიტი და სხვა.
საქართველოში, როგორც სპორტის ამ ერთ-ერთ საინტერესო სახეობას, 1969 წლიდან ჩაეყარა საფუძველი, ,,მონკავშირის” ღვაწმოსილი მუშაკის ამ საქმის დიდი ენთუზიასტის პაჭუ ჟორდანიას ძალისხმევით, საქართველოში იგი ოფიციალურად იქნა აღიარებული, როგორც სპორტული ნადირობის ერთ-ერთი სახეობა და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი აღდგენა.
1991 წლიდან გახდა საქართველო ბაზიერთა მსოფლიო ასოციაციის 21-ე წევრი, ისეთი მოწინავე ქვეყნების გვერდით, როგორიცაა ავსტრია, აშშ, ინგლისი, გერმანია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, პოლონეთი, იაპონია, უნგრეთი, ჩეხეთი და სხვა.
1969 წლიდან 2010 წლის ჩათვლით ჩატარდა 35 რესპუბლიკური ჩემპიონატი. პირველი 1969 წელს იყო მხოლოდ  გამოფენა-დათვალიერება სოფ. მუხრანში.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register