საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

H1N1

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ქვეყანაში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ახალ სტატისტიკას აქვეყნებს. მასში ნათქვამია, რომ საქართველოში გრიპით ამ სეზონზე უკვე 15 ადამიანია გარდაცვლილი – აქედან 14 H1N1-ს ემსხვერპლა.


სპეციალისტების თქმით, სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა და ქრონიკული დაავადებებია. “გავრცელების მაჩვენებელმა 100 ათას მოსახლეზე კიდევ უფრო იკლო, თუ მეოთხე კვირაში იყო 357 შემდეგ 310, მეექვსე კვირის წინასწარი მონცემებით გვაქვს 304, სამწუხაროდ არის გარდაცვალების შემთხვევები, რომელიც უკავშირდება არსებულ მძიმე ფონურ დაავადებას. დღეის რიცხვით ეს გახლავთ 15, აქედან 14 H1N1-ს ემსხვერპლა, აუცილებელია, რომ პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register