გამგებელი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდა

12697320_1694245914131419_2028755306747610313_o

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი 2016 წლის 07–12 თებერვალს საერთაშორისო კულტურული ფესტივალის “FOLK FESTIVAL IN CATALONIA” –ს ფარგლებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ესპანეთში ქალაქ ლორეტ დე მარში, სადაც შეხვდა ქალაქის მერს სენიორ ხაუმე დულსატ როდრიგესს. მხარეება შეხვედრაზე განიხილეს ლორეტ დე მარსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებს შორის მომავალი დამეგობრების პერსპექტივები, კულტურული ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები და მუნიციპალიტეტის განვითარების კუთხით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

ვიზიტის ფარგლებში გამგებელი დაესწრო ფესტივალ “FOLK FESTIVAL IN CATALONIA” –ს, სადაც გამგებელთან ერთად მიწვეული იყო მარნეულის „კულტურის ცენტრთან“ არსებული ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული ანსამბლი “ენგური” ლევან ყურავას ხელმძღვანელობით.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარში გამართული „ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში“ გამარჯვება ანსამბლ “ენგურს” ხვდა წილად და ფესტივალის უმაღლესი ჯილდოს გრანპრის მფლობელი გახდა.
საერთაშორისო კულტურული ფესტივალი “FOLK FESTIVAL IN CATALONIA” –ს ემსახურება ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას, სხვადასხვა ეთნოსის კულტურის გაძლიერებას და საერთაშორისო ურთიერთობებს. ფესტივალი ასევე ემსახურება მშვიდობის , მეგობრობის, მსოფლიო ხალხთა სოლიდარობის საშუალებით ხალხური ხელოვნების ცეკვის, მუსიკის, ეროვნული ტრადიციების თვითგამოხატვის საშულაებას და პროპაგანდას.
აღნიშნული ფესტივალი არის კულტურული ღონისძიება, რომელიც აერთიანებს ხელოვანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
აღსანიშნავია, რომ ანსამბლი „ენგური“ აერთიანებს სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს (ანსამბლის დაკომპლექტებულია ქართველი და უმეტესად აზერბაიჯანელი მოსწავლეებით) და ის, რომ მათ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რადგან წარსდგნენ ფართო მაყურებლის წინაშე, ღირსეულად წარადგინეს ქართული კულტურა და ტრადიციები, აჩვენებს საზოგადოებას, რომ ხელოვნების ენა, კლავს კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ და ნებისმიერი სახის ბარიერს, ბარიერების არქონა ერებს შორის კომუნიკაციას ხდის მეტად თავისუფალს და მარტივს.
ანსამბლ „ენგურის“ წარმატება ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხთა დიდი მეგობრობისა და ჰარმონიული ურთიერთობის კიდევ ერთი ნათელიმაგალითია

. 12716441_1694245837464760_345452577221890930_o701911_1694245957464748_4075123869428093302_o10550115_1694245990798078_723645703123028886_o

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register