ბერლინი 39.99 ევროდ და პრემიერი “ვიზიარის” გადაწყვეტილებაზე

bil

საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ინვესტორთა საბჭოს დაწყების წინ გამოეხმაურა  ავიაკომპანია “ვიზეარის” გადაწყვეტილებას, ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატებისა და  რეგიონში პირველი ბაზის გახსნის თაობაზე. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას.

„კარგი ამბავი არის ის, რომ „ვიზიარმა“ გახსნა ბაზა ქუთაისში და ჩვენ გვექნება 7 ახალი რესი ევროპის მიმართულებით. უფრო მეტი პირდაპირი რეისი განხორციელდება ევროპისკენ. ეს კარგია იმიტომ, რომ ორი თვითმფრინავი იქნება მუდმივად მიმაგრებული ქუთაისზე.  გაჩნდება  200 ახალი სამუშაო ადგილი ქუთაისსა და თბილისში და განმტკიცება კავშირები ევროპასთან.  ეს, ყოვლისმომცველ ინფრასტრუქტურულ გეგმასთან ერთად, რომელსაც მალე წარვადგენთ, მოგვცემს შესანიშნავ შესაძლებლობას, გვქონდეს ევროპასთან სატრანსპორტო კავშირი ქუთაისიდან. ეს კარგია ტურიზმის და ბიზნესის განვითარებისთვის და ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის განმტკიცებისთვის,“–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა ინვესტორთა საბჭოს სხდომის დაწყების წინ.

viziari

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ 7 ქალაქში ამატებს ფრენებს. ბერლინი, მიუნხენი, მილანი, დორტმუნდი, სალონიკი, ლარნაკა, სოფია – 2016 წლის სექტემბრიდან ამ ქალაქებში წამსვლელებს ქუთაისის აეროპორტითაც შეეძლებათ სარგებლობა.

ქუთაისი-ბერლინის და ქუთაისი მიუნხენის მიმართულებით ავიარეისები 23 სექტემბერიდან დაიწყება, ფრენა კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება, ხოლო მინიმალური ფასი იქნება 39.99 ევრო;

ქუთაისი-მილანის ავიარეისები 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები განხორციელდება ოთხშაბათს და კვირას, მინიმალური ფასი 39.99 ევრო იქნება.

ქუთაისი-დორტმუნდის რეისებიც 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები იქნება ოთხშაბათს და კვირას და ფასი 39.99 ევრო.

ქუთაისი-სალონიკის რეისებს, დაიწყება 24 სექტემბრიდან, ფრენა განხორციელდება კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, მინიმალური ფასი კი იქნება 29.99 ევრო.

ქუთაისი-ლარნაკას და ქუთაისი – სოფიას რეისებიც დაიწყება 24 სექტემრბიდან, ფრენები კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს განხორციელდება და მინიმალური ფასი იქნება 24.99 ევრო.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register