ხვალ აზერბაიჯანული და სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისთვის მიღება გაიმართება

e6b7a4f8ecd2b2664b3283cea6f6bcdc

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ხვალ სასტუმრო “ამბასადორში” აზერბაიჯანული და სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისთვის მიღებას გამართავს.

როგორც  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ღონისძიებაში ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის საჯაროს სკოლების 50-მდე აზერბაიჯანული და სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგები მიიღებენ მონაწილეობას.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებს სიგელებს – “მშობლიური ენის სწავლებასა და დაცვაში შეტანილი წვლილისთვის” და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.

ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრებიან.

მიღება მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელიც 21 თებერვალს აღინიშნება.

ipn.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register