ქალაქ მარნეულში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

20 თებერვალს ქალაქ მარნეულში, გიორგაძის ქუჩაზე „ქვემო ქართლის სარეაბილიტაციო ცენტრი“ გაიხსნა.
ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე მიწვეულნი იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ ახლად გახსნილ ცენტრში განსაკუთრებული საჭიროების მქონე 18 წლამდე ასაკის პირები რეაბილიტაციისათვის საჭირო სრულ მომსახურებას მიიღებენ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის სარეაბილიტაციო ცენტრში, შშმ პირებისთვის შექმნილია ადაპტირებული გარემო, სადაც მოზარდები ადგილზე მიიღებენ სხვადასხვა სამედიცინო– სარეაბილიტაციო სერვისებს.
0 Comments