მარნეულში „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

12747540_1653008248295498_2842446139964301254_o

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ “ეტალონში” მონაწილე მოსწავლეთა შესარჩევი ტური გაიმართა, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის ქართული და აზერბაიჯანული საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. 

დღევანდელ ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევ ტურში მონაწილეობას 58 საჯარო სკოლის 60 მოსწავლე იღებდა.
ინტელექტუალურ შეჯიბრს ესწრებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გამგეობის თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები,ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი რუსლან გაჯიევი, პედაგოგები, სკოლის მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები.
გამგებელმა სიტყვით მიმართა დამსწრე აუდიტორიას. მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისათვის, ხოლო სკოლის მოსწავლეებს წარმატებული თამაში უსურვა.
„მარნეულს ნამდვილად ჰყავს ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა, რომელთა შესახებ მთელმა საქართველომ უნდა გაიგოს. ამისთვის მათ ნამდვილად სჭირდებათ გვერდში დგომა.
ამიტომაც, ჩემო პატარა მეგობრებო, დღესაც და მომავალშიც ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის როლი დიდი იყოს, თქვენი როგორც ღირსეული მამულიშვილების აღზრდის პროცესში.
თვითმმართველობის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ყველა მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც მოსწავლეებში განათლებისადმი მოტივაციის ამაღლებას ემსახურება, “ – აღნიშნა გამგებლმა მერაბ თოფჩიშვილმა.
ღონისძიება მოსწავლეთა აქტიურობით და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, რომელსაც მუსიკალურად ადგილობრივი ანსამბლები აფორმებდნენ, ახალგაზრდები კი ლექსებს კითხულობდნენ.
“ეტალონი მოსწავლის” ტიტულს სოფელ მარადისის საჯარო სკოლის მე–12 კლასის მოსწავლე დიანა ბოლქვაძე დაეუფლა.
პროექტ “საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის” ფარგლებში “ეტალონი” საქართველოს ყველა რეგიონს ესტუმრება და “ეტალონ მოსწავლეს” გამოავლენს. პროექტს “ეტალონის” შემოქმედებითი გუნდი ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს მთავრობა (რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისის მერია და საკრებულო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შსს აკადემია, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. პროექტის პარტნიორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

marneuli.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register