მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები დაუშვეს

25 თებერვალს, მარნეულში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს.
25 თებერვალი, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული.
ყოველი წლის 25 თებერვალს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ეშვება საქართველოს სახელმწიფო დროშები და ცხადდება წუთიერი დუმილი, ოკუპაციის მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად.
0 Comments