“მრავალფეროვნების სკოლა” ახალგაზრდებს შეხვდა
მარნეულში, 23 მარტს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მრავალფეროვნების სკოლის ელჩმა მარნეულში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. გიულარ იბრაგიმოვამ შეხვედრის მონაწილეებს მრავალფეროვნების სკოლის საქმიანობა გააცნო, ასევე აუხსნა პროექტების წერის სპეციფიკა და ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც საჭიროა დაფინანსების მოსაპოვებლად.
ახალგაზრდები დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გეგმავენ რამდენიმე პროექტის დაწერას, რათა ამ ხერხით მოახდინონ საკუთარი იდეების გენერირება.
0 Comments