“ტკბილი ძილი” – ის რაც აქამდე არ იცოდით მის შესახებ

sleep

ძილი ადამიანისთვის აუცილებელია. მართალია, მეცნიერებს ბოლომდე ჯერ კიდევ არ შეუსწავლიათ ეს პროცესი, ჩვენ ბევრი რამ ვიცით მის შესახებ. ყოველი ძუძუმწოვარი, ქვეწარმავალი, ჩიტი  თუ ამფიბია საჭიროებს ძილს ფუნქციონორებისთვის.

წარმოგიდგენთ 16 ფაქტს ძილის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ.

como-curar-a-ressaca_3

1. როცა გძინავთ: თქვენი ტვინი ისვენებს, უჯრედები თვითგანახლებას განიცდიან, სხეულში მნიშვნელოვანი ჰორმონების გამომუშავება ხდება.

2. ადამიანის ძილის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ასაკზე:

  • 16 საათი – ჩვილები
  • 10 საათი – 3-12 წ
  • 10 საათი – 13-18 წ
  • 8 საათი – 19-55 წ
  • 6 საათი – 65 წელზე ზევით

3. მამაკაცების სიზმრებში ადამიანთა 70 % მამაკაცია, მაშინ როცა ქალები სიზმრებში კაცებსაც და ქალებსაც თანაბრად ხედავენ.

4. სიზმარში ჩვენ მხოლოდ იმ სახეებს ვხედავთ, რომლებიც ნანახი გვაქვს რეალობაში.

5. პარასომნია არის ძილის დარღვევა, რომელიც გამოიხატება ძილის დროს არაადეკვატური ქცევით. მაგალითად, ძილში საუბრით, სიარულით. არსებობს ფაქტები, როცა პარასომნიით დაავადებულმა ადამიანმა ძილის დროს ჩაიდინა შემდეგი დანაშაულები: მკვლელობა, გაუპატიურება, ყალბი ჩეკების გამოწერა.

6. ადამიანთა 12 % სიზმრებს შავ-თეთრ ფერში ხედავს. სხვათა შორის, ეს რიცხვი უფრო მაღალი იყო ფერადი ტელევიზორების გამოგონებამდე. მათი გამოსვლის შემდეგ ადამიანებში ფერადმა სიზმრებმა იმატა.

7. სიზმარი ესაა ნორმალური მოვლენა. ადამიანს, რომელიც სიზმრებს არ ხედავს, აქვს პიროვნული აშლილობა.

8. ძილის დროს მიღებული პოზები მეტყველებს ადამიანის ფსიქოლოგიურ ტიპზე.

9. ოთხი დაქორწინებული წყვილიდან ყოველ ერთს ცალ-ცალკე ლოგინებში სძინავს.

10. ბრიტანელმა ჯარისკაცებმა პირველებმა გამოიგონეს 36 საათის განმავლობაში ფხიზლად ყოფნის მეთოდი. ამისთვის ისინი იყენებდნენ სპეციალურ ჩაფხუტს, რომელიც მზის სხივების მაგვარ სინათლეს გამოსცემდა. დაქანცულობისას ისინი ამ ჩაფხუტს იკეთებდნენ და სინათლის გამო აღარ ეძინებოდათ.

11. ძუძუმწოვრებში ყველაზე დიდი ხანი სძინავთ:

  • კოალა – 22 სთ დღე-ღამეში
  • ყავისფერი ღამურა – 19.9 სთ დღე-ღამეში
  • პანგოლინი – 18 სთ დღე-ღამეში

ძუძუმწოვრებში ყველაზე ცოტა ხანი სძინავთ:

  • ჟირაფი – 1.9 სთ დღე-ღამეში
  • ევროპული შველი – 3.09 სთ დღე-ღამეში
  • აზიური სპილო – 3.1 სთ დღე-ღამეში

12. როცა დელფინებს სძინავთ, მათი ტვინის ერთი ნახევარი ისვენებს, მეორე კი განაგრძობს მუშაობას სუნთქვის პროცესის რეგულირების გამო.

13. უძილობა უფრო მალე იწვევს სიკვდილს, ვიდრე შიმშილობა. თუ ადამიანს შეუძლია საჭმლის გარეშე გაძლოს ორი კვირა, ძილის გარეშე ის 10 დღეზე მეტს ვერ ძლებს.

14. დაბადებიდან უსინათლონი ხედავენ სიზმრებს, რომლებიც მოიცავს შემდეგ შეგრძნებებს: ემოციებს, ხმას, სუნს, შეხებას.

15. გაღვიძებიდან 5 წუთის განმავლობაში ადამიანს მისი სიზმრის 50% ავიწყდება. 10 წუთის განმავლობაში კი სიზმრის 90%.

16. ყოველი 50 თინეიჯერიდან ერთს ძილის დროს შარდის შეუკავებლობა აწუხებს.

zili

პ.ს რადიო “მარნეული” ტკბილ ძილსა და სასიამოვნო დილას გისურვებთ.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register