ყარაბაღში რამდენიმე სოფელი მტრისგან გათავისუფლებულია

baki-menzere-sekilleri_50QCENAT

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყარაბაღში რამდენიმე სოფელი “მტრისგან გათავისუფლებულია”.

“ძალიან მცირე დროში ზოგიერთი მიმართულებით მოხდა მტრის ხაზის გადაკვეთა, სადაც სომხეთის შენაერთები იყვნენ გამაგრებული რამდენიმე წლის განმავლობაში, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს, რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაეთავისუფლებინათ და სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეების დაეკავებინათ. ამჟამად იდგმება ნაბიჯები დაკავებული სიმაღლეებისა და ახალი დაკავებული ხაზის გასამაგრებლად”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანული ვებ-გვერდი APA ავრცელებს.

აზერბაიჯანის ოფიციალური ცნობითვე, არიან დაღუპულები და დაშავებულები როგორც სამხედრო, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, “განადგურებულია სომხეთის 6 ტანკი, 15 საარტილერიო მოწყობილობა, ასევე 100-ზე მეტი სომეხი ჯარისკაცია დაჭრილი და დაღუპული”.

აქვე აზრებაიჯანი აღიარებს, რომ მოწინააღმდეგემ მისი МИ-24 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდო.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება მოწინააღმდეგე მხარეს აფრთხილებს, რომ “თუ სომხური მხარე კვლავ დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, დარტყმა უფრო მეტად დამანგრეველი იქნება”.

2 აპრილის ღამეს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მოწინააღმდეგე მხარეებს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანის კუთვნილი ვერტმფრენი მოწინააღმდეგე მხარემ ჩამოაგდო. როგორც ბაქო, ასევე ერევანი აცხადებენ, რომ დაღუპული არიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ასევე, ორივე მხარე საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, – არ დაუშვან სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

www.netgazeti.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register