ფოლად ბულბულ-ოღლი: კარაბახის მოუგვარებლობა, პუტინის ჩარევა და”მინსკის ჯგუფის” უმოქმედობა. ინტერვიუ ტელეკომპანია “დოჟდს”

Рисунок2

 

საგანგებო და სრულეფლებიანი აზერბაიჯანის ელჩი რუსეთის ფედერაციაში ფოლად ბულბულოგლი.

დოჟდი – თქვენი ვერსიით რა მოხდა ყარაბახში?

ელჩი: – თქვენ იცით, საქმე იმაში კი არ არის რა მოხდა ამაღამ თუ მოხდება სხვა დროს. საქმე იმაშია რომ ამ კონფლიქტში გაუჩერებლად იღუპებიან ადამიანები. ორივე მხრიდან.  ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან პერიოდშიც კი იღუპება მშდიდობიანი მოსახლეობა, სამხედროები. კომფლიკტი უნდა მოგვარდეს!!

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბევრჯერ საკუთარ გამოსვლებში აღნიშნავდა, რომ აზერბაიჯანი  ყარაბახის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მომხრეა. მაგრამ, თუ ეს კონფლიქტი მოგვარების სტადიაში არ იქნება, ჩვენ გამოვიყენებთ ძალას იმისთვის რომ გავანთავისუფლოდ ჩვენივე მიწები ოკუპანტებისაგან.

აზერბაიჯანის ტერიტორიების 21 % ოკუპირებულია. რომელი ქვეყანა?  რომელი ხალხი? შეიძლება შეეგუოს ამას? იმისთვის რომ კონფლიქტი მოგვარდეს. უნდა მოიშოროს  ამ კონფლიქტის პირველადი მიზეზი.  და მიზეზი კი ის არის. რომ სომხეთის რესპუბლიკა მოახდინა აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაცია. და ეს საერთაშორისოდ მიღებული ფაქტია!

არსებობს გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხი რეზოლუცია. არსებობს გაეროს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილება. ევროპის პარლამენტის საბუთები, პასე და ა.შ. ამ საბუთებში ცალსახაა ერთი რამ: სომხეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებულ ტერიტორიებიდან! საუბარი მიდის არა უშუალოდ მთიან ყარაბახზე!  საუბარი მიდის ხუთ რაიონზე რომლებიც მდებარეობენ ყარაბახთან!

სიმართლეს თვალებში უნდა ვუყუროთ. აზერბაიჯანი დიდი ხანია სთავაზობს სომხეთს გაანთავისუფლონ ეს ხუთი რაიონი და დაიწყოს  მთიანი ყარაბაღის მომავლისთვის მშვიდობიანი მოლაპარაკება!

არავინ არ აპირებს იქ მცხოვრებ სომხების გაგდებას  ტერიტორიებიდან. მაგრამ, იქ აზერბაიჯანელებიც ცხოვრობდნენ. მე თვითონ ვარ ყარაბახიდან!  იქ ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელები. გესმით? საუბარი მიდის იმაზე, რომ იქ უნდა დაბრუნდნენ აზერბაიჯანელები.

ორმა თემმა უნდა მონახოს საერთო ენა და  თანაცხოვრება ისწავლოს. სანამ მანამ, ოკუპაციური კორპუსი დგას აზერბაიჯანის მიწებზე ეს ყველაფერი გაგრძელდება. და ამას არავინ მალავს. სანამ ბოლო სომეხი ჯარის კაცი არ დატოვებს ჩვენ ტერიტორიას ეს გაგრძელდება. ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადეთ ყველა საფეხურზე. ბატონმა პრეზიდენტმა ამის შესახებ განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მე როგორც საგანგებო ელჩი არაერთხელ დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია.

მაგრამ ჩვენი არავის ესმის!  და თუ არ ესმით?! ხდება ასეთი ამბები, როგორც მოხდა დღეს ღამე(02.04.2016) გესმით? კომფლიქტი მოსაგვარებელია! შეშფოთებულობის დაფიქსირება?! კი ბატონო,  ძალიან კარგია!  ჩვენ ვაფასებთ ასეთ ზრუნვას ჩვენზე. მაგრამ კონფლიქტი მაინც მოსაგვარებელია. რამოდენიმე წლის წინ სოჭაში იყო სამხრივი შეხვედრა. იქ იყო გარკვეული შეთანხმებები. არაფერი განხორციელდა. ამიტომ ასეთი კონფლიქტები გრძელდება.

ცოტახნის წინ დაიღუპა ბავშვი, მშვიდობიანი მოსახლე. როდემდე უნდა გრძელდებოდეს ეს? ვინ მოითმენს როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია? თქვენ ჩვენ მდგომარეობაში შედით?

დოჟდი – ბატონო ელჩო, თქვენი ინფრომაციით? მიდინარეობს თუ არა ახლა ბრძოლები?

ელჩი –  მე ახლა აზერბაიჯანში არ ვიმყოფები.  მე თქვენ გესაუბრებით სკაიპით  მშვენიერ, ძველებურ რუსულ ქალაქიდან -სარატოვიდან.  ამბავი დღეს  დილით გავიგე.  ვიცი ზუსტად იგივე რაც თქვენ. ოფიციალური წყაროებიდან ვიცით რომ არის ორივე მხრიდან დაღუპულები. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჩაერია. ლავროვმა დარეკა. თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ისაუბრა. მაგრამ ეს არ არის ამ საკითხის მოგვარება!! თქვენ გაიგეთ!!

შეიძლება ისაუბრო, დარეკო. შეიძლება ისევ რამენაირად დააწყნარო სიტუაცია. ეს სიტუაცია ისევ გაიღვიძებს 10 დღეში, 10 წელიწადშ, 2 თვეში. კონფლიქტი უნდა მოგვარდეს! იმისთვის რომ კონფლიქტი მოგვარდეს უნდა გაიყვანონ ოკუპანტი ჯარები ხუთ (5) რაიონიდან! ეს არის ძალიან მარტივი და გასაგები! და სანამ ეს არ მოხდება, იქნება შეტაკება.

დოჟდი –  დღეს ხდება კონტაქტი, ურთიერთობა რუსეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იქ ევროპა გამოთქვა უკვე საკუთარი მოსაზრება

ელჩი – იცით, არსებობს გაეროს „მინსკის ჯგუფი“. დადიან სომხეთსი, აზერბაიჯანში. ატარებენ უკვე 14 წელი მოლაპარაკებებს.  საქმე იმაშია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. საკითხი ცალსახაა. საკითხი ნათელია. სულ  თავზე მოფერებით „ ნუ ბიჭებო მიდით აბა მშვიდობიანად მოაგვარეთ“ –  საქმე არ გაკეთდება. საჭიროა მქაფიო საერთაშორისო სამართლის პოზიციიდან განაცხადონ. ვისი ტერიტორიაა! და ვინ ვისი ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა! და ვთხოვოთ ოკუპანტებს ან დაჯნებით მოვითხოვოთ რომ ოკუპანტებმა წავიდნენ საკუთარ სახლებში. აი მაშინ დადგება მონატრებული მშვიდობა!

დოჟდი – ვისი ინიციატივა უნდა იყოს?

ელჩი –  არსებობს მინდსკის ჯგუფი. რომელიც ვალდებულია მოაგვაროს ეს საკითხი. რაც მთავარია. როდესაც აზერბაიჯანი სხვა ორგანიზაციებსი მიმართავს. ჩვენ გვეუბნებიან რომ არსებობს  „მინსკის ჯგუფი“  და მან გადაწყვიტოს ყველაფერი. და ეს სტრუქტურა ვერ აგვარებს საკითხს! არ გვთავაზობს რეალურ ნაბიჯებს, არსებულ ვითარებაში სიტუაციის მოსაგვარებლად! პატარა მაგალითს მოგიყვანთ: ძველი დროიდან მოყოლებული მოუგვარებელი რუსეთისა და იაპონიის შეუტანხმებელი კურილების საკითხი. თქვენ იცით რომ (შეწყდა ხმა)

დოჟდი – უშვებთ იმას რომ კონფლიქტი შესაძლებელია გადაიზარდოს სრულმაშტაბიან ომში?

ელჩი – მე ღიად და ნატლად გითხარით. სანამ ოკუპაციური კორპუსი მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. არავინ არავის გარანტიას არ აძლევს.  ჩვენ ბევრჯერ ყველა საერთაშორისო მოედანზე განვაცხადეთ. რუსეთში, გაეროში, ევროპის პაბჭოში, პასე-ში ვაყენებთ საკითხს ოკუპირებულ ტერიოტრიების შესახებ. ეს ნებისმიერი სახელმწიფოს სამართლებრივი უფლებაა!. ამიტომ სანამ ეს მოუგვარებელია, არავითარი გარანტიები არ გვაქვს.

მე ისევ ვიმეორებ. მშვიდობიანი გადაწყვეტილების საშუალება. ჩვენმა პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა. ეს დევს მოლაპარაკებათა მაგიდაზე. ამის შესახებ მშვენივრად ინფორმირებულია „მინსკის ჯგუფი“ . ეგრედ წოდებული „მადრიდული პრინციპები“ კიდე სხვა პრინციპები.. ყველაფერი ისედაც ნათელია! ასაღებია რუქა! დაიხაზოს და ვნახოთ. ვინ ვის ტერიტორიაზე?!  ვინ ვის მიწაზე დადის?!  ერევა ОДКБ (организация договора о коллективной безопасности) და ბატონი ბარდიუჟა ამბობს რომ ძალიან აღშფოთებულია. ის ძალიან ხშირად აღშფოთებულია.  ძალიან ხშირად სტუმარობს ერევნის და აუხსნას საკუთარ კოლეგებს რა უნდა გააკეტონ, იმისთვის რომ არ იყოს ომი.

დოჟდი – აზერბაიჯანის მთავრობა გეგმავს სამხედრო ქმედებებს?

ელჩი –  მე არ შემიძლია გესაუბროთ აზერბაიჯანის მთავრობის სახელით. შემიძლია გამოვთქვა აზერი როგორც აზერბაიჯანის მოქალაქე, როგორც საკუთარი ქვეყნის ელჩი რუსეთის ფედერაციაში.  ჩვენ მთლიანად მომხრეები ვართ, რომ კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით!

მაგრამ ეს მშვიდობიანი მოგვარება არ შეიძლება რომ გრძელდებოდეს უსაზღვროთ!  მე 71 წლის ვარ. ჩემი ოჯახი ყარაბახიდან არის. მე ყარაბახელი ვარ. რატომ მე არ უნდა მქონდეს საშუალება ვიარო ჩემ პატარა სამშობლოში?  ვინმეს შეუძლია ამიხსნას ეს?  იმიტომ რომ ვიღაცას ასე უნდა?

დიახ! დღეს აზერბაიჯნას აქვს ძალა და საშუალება. თუ არ მოგვარდება მშვიდობიანი გზით, ესეიგი მივმართავთ სამხედრო ძალებს. რომ არ იყოს ომი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად. რომ გადაწყდეს მშვიდობიანად უნდა სათანადო ზეწოლა განხორციელდეს სომხეთზე, რომ გაიყვანონ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სამხედრო ძალები და დავიწყოთ მშვიდობიანი მოლაპარაკებები, როგორ უნდა იცხოვრონ აზერბაიჯანელები და სომხები ერთად ერთ ტერიტორიაზე. ფორმულა ძალიან მარტივია! არარის ამისთვის საჭირო პროფესორობა და დპლომების მიღება.

დოჟდი – მადლობა.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register