8 აპრილს მარნეულში “ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი” ჩამოვა

12916860_1134877816534032_5962717681844978519_o

კამპანია “ახალგაზრდები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის” იწყება!

2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა ახალ, მდგრადი განვითარების გეგმაზე, რომელიც მოიცავს 17 მიზანს და 196 ამოცანას, და რომელიც უნდა შესრულდეს 2030 წლამდე. საქართველო, როგორც გაეროს წევრი ქვეყანა (1992 წლიდან), აქტიურად ჩაერთო და აიღო ვალდებულება განახორციელოს მდგრადი განვითარების მიზნები ეროვნულ დონეზე.

მდგრადი განვითარების მიზნები ორიენტირებულია:
1. ეკონომიკურ ზრდაზე;
2. სოციალურ ინკლუზიაზე;
3. გარემოს დაცვაზე.

ამასთან დაკავშირებით, ახალგაზრდების საყურადღებოდ, საქართველოს რეგიონულ ცენტრებში (ბათუმი, ქუთაისი, ჭიათურა, მარნეული, ახალციხე) იგეგმება ერთ-დღიანი სემინარების ჩატარება მდგრადი განვითარების მიზნებთან, სოციალურ აქტივიზმსა და სამოქალაქო ჩართულობათან დაკავშირებულ თემებზე.

სემინარზე დასწრება შეუძლიათ 14-29 წლამდე ახალგაზრდებს. დასასწრებად საჭიროა წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/0ljIHJ

სემინარებისა და შეხვედრების განრიგი:
ჭიათურა – 1-ლი აპრილი
ქუთაისი – 2 აპრილი
მარნეული – 8 აპრილი
ახალციხე – 9 აპრილი
ბათუმი – 7 მაისი

დამსწრეები მიიღებენ ინფორმაციას გაერთიანებული ერების (გაერო) საქმიანობის, მდგრადი განვითარების და ათასწლეულის განვითარების მიზნებისა შესახებ. ასევე შეიტყობენ დაგეგმილი ახალგაზრდული კონკურსის შესახებ, რომლის გამარჯვებულებსაც დააჯილდოვებს გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში. სემინარზე მოქმედი საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში – მარიამ სიხარულიძე მონაწილეებს გააცნობს, თუ როგორ შეიძლება თავად გახდეთ ახალგაზრდობის წარმომადგენლები.

კამპანია “ახალგაზრდები მდგრადი განვითარების მიზნებისათვის” ხორციელდება გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის, “ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი – XXI”-ს და “საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაციის” მიერ, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით.

შეხვედრაზე გიმასპინძლებენ გამაგრილებელი სასმელებითა და ორცხობილებით .

სემინარზე დასწრება და პროექტში მონაწილეობა უფასოა.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register