ქართული ენის დღე მარნეულში

hfd

14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მარნეულის მუნციპალიტეტის დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ფილოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრმა (ძველი ქართული ლიტერატურა) ოქტაი ქაზუმოვმა ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მოადგილეებთან ერთად, გამგეობის თანამშრომლები,  ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მარნეულის სგანმანათლებლო რესურს ცენტის  დირექტორი რუსლან გაჯიევი, საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.

ღონისძიბის დასასრულს შეიქმნა სამახსოვრო პოსტერი, დამსწრე საზოგადოებს შეეძლო პოსტერზე აესახა თავისი დამოკიდებულება ქართული ენისადმი.

 

13009926_1105331106220555_472855465_o

13009874_1105331682887164_4554090_o

13016872_1105331819553817_437315217_o

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register