დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო დღეა
დღეს, 18 აპრილს კულტურული მემკვვიდრეობის დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მარნეულის მუნციპალიტეტშიც აღინიშნა პრეზენტაციით „კულტურული მემკვიდრეობა მარნეულში“.
პრეზენტაციაზე მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაცია/ პასპორტიზაცია/ კვლევის შედეგების გაცნობა.
ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრის ადგილზე გამოფენილი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები, ახალგაზრდები და თემით დაინტერესებული პირები.
0 Comments