მარნეულში მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის საკითხებზე იმსჯელეს

19 აპრილს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე „მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაცია საქართველოში“.  შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და მედიის წარმოამადგენლები.

შეხვედრა ჩაატარეს მთავრობის კანცელარიის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ,,სიდას“ წარმომადგენლებმა.

შეხვედრის მთავრ მიზნებსა და ამოცანებს რადიო „მარნეულის“ მსმენელებს “სიდას: წარმოამადგენელი ქეთევან ბერაძე და ” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამთავრობო გეგმების და ინოვაციების სამსახურის” მრჩეველი ანა გვარდაძე გვიყვებიან.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „ინკლუზიური დიალოგის გაგრძელება 2015 წლის შემდგომი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის საშუალებებთან დაკავშირებით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) და საქართველოს მთავრობის კანცელარია. პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.  მსგავსი ტიპის შეხვედრა უკვე ჩატარდა ახალქალაქში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში.

sida 1

sida buk

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register