5 ფილმი წარმატებულ ქალებზე

წარმატების მისაღწევად ადამიანებს რთული და ხანგრძლივი გზის გავლა უწევთ, ქალებისთვის კი ეს ორმაგად რთულია, მათ კარიერული წინსვლისათვის საჭირო საქმის გარდა ,  უხდებათ სადილების მომზადება, შვილების, მეუღლის, დედამთილის, მამათილის მოვლა, დაუსრულებელი სუფრის გაწყობა, ალაგება და ამ სიას რომ გავყვეთ კიდევ უამრავი რაიმეს კეთება. თუმცა, არსებობენ ისეთი ქალები , რომლებიც კარიერას და ოჯახის საქმეებს წარმატებით ართმევენ თავს , არ ამბობენ უარს საკუთარ ოცნებებზე და წარმატებაც მათთვის გარანტირებული ხდება.

“Marneuli FM” – მა შეკრიბა ხუთი ფილმი წარმატებულ ქალებზე, ფილმის გმირებმა ყველა ქარტეხილს გაუძლეს და წარმატებას დიდი შრომის ფასად მიაღწიეს. გამოგვყევით, ნახეთ ეს ფილმები და ჩვენთან ერთად გაატარეთ კვირა საღამო.

JOY

JOY

ეს ფილმი არის გოგონაზე, რომელიც ყველა სიძნელის მიუხედავად გახდა წარმატებული ბიზნეს-ლედი. ჯერ კიდევ ბავშვობაში უყვარდა ფილმის მთავრ გმირს გამომგონებლობა , თვლიდა რომ ეს მას მოუტანდა დიდ წარმატებას. თუმცა, ცხოვრება არც ისე ადვილი გამოდგა და ჯოისაც გაუჭირდა. ის მარტოხელაა დედაა და აქვს სამსახური , რომელიც არ უყვარს. მიუხედავად ყველაფრისა, ჯოი საკუთარ თავში ნახულობს ძალას და სჯერა რომ ის თავად არის საკუთარი ბედნიერების შემქმნელი.

JULIE & JULIA

JULI-AND-JULIA

ჟული პაული არის ახალგაზრდა ქალი, რომელიც მუშაობს ქოლ-ცენტრის ოპერატორად და თავისუფალ დროს წერს წიგნს. ის ქმართან ერთად გადავა საცხოვრებლად ახალ სახლში.  ჯულია ჩაილდის კულინარიული წიგნის მიხედვით ჯული იწყებს კულინარიული წიგნის წერას . ძალიან მალე მას სულ უფრო იტაცებს ეს საქმე , ერთი წლის მანძილზე წერს 524 კერძის რეცეპტს. გოგონა გადაწყვეტს კულინარიაში ყველა თავისი წარმატებული თუ წარუმატებელი ნაბიჯი  თავის დღიურში (ბლოგში) აღწეროს.

Legally Blonde

LEGALLY-BLONDE

ელ ვუდს აქვს ყველაფერი, რაზეც ოცნებობენ გოგონების უმრავლესობა. ის არის მომხიბვლელი, უნივერისტეტში ქალთა კლუბის პრეზიდენტია, მაგრამ მთავრია არის ის რომ ადრე თუ გვიან მას სურს  დაქორწინდეს შეყვარებულზე – ყველაზე მაგარ ბიჭზე უნივერსიტეტი. როგორც აღმოჩნდა,  ელის მოწონებულ ბიჭს  სხვა გეგმები აქვს, მას სურს ისწავლოს ჰარვარდში და დაქორწინდეს ჭკვიან გოგოზე. ელი გადაწყვეტს დაუმტკიცოს შეყვარებულს , რომ ის ჭკვიანია და მიდის ჰარვადის იურდიულ სკოლაში სასწავლებლად.

Chocolat

CHOCOLAტ

პატარა პროვინციალურ ქალაქში დიდი ხანია ყველა ერთი ცხოვრების წესს მიჰყვება.  ადგილობრივი ქალები იცავენ მკაცრს წესებს და ყველა მღვდლის მითითებებით ცხოვრობს.თუმცა, ამ ქალების ცხოვრება იცვლება მაშინ, როდესაც ქალაქში საცხოვებლად ჩამოდის გასაოცარი ქალი ვიენი. ის ხსნის უჩვეულო შოკოლადის მაღაზიას, აქ  შესული ხალხი კი აღფრთოვანებულები არიან  ვიენის ტკბილეულით. ეს ფილმი გვასწავლის რომ საჭიროა ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გსურს და არა ისე, როგორც სურთ სხვებს.

Working Girl

Working-Girl

მემანქანე ტეს მაკგილი ოცნებობს თავბრუდამხვევ კარიერაზე, მაგრამ მას ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება ხვდება- მან არ იცის როგორ შეარჩიოს კაბა, შეიჭრას თმა და იურთერთოს ადამიანებთან. მაგრამ მას ერთ დღეს კართან წარმატებამ მოუკაკუნა, მას შანსი აქვს იყოს ხელმძღვანელი. წარმატების გზაზე კი ტესი კარგავს ბევრ მნიშნვნელოვანს წარსული ცხოვრებიდან …

P.S რადიო “მარნეული” სასიამოვნო კვირა საღამოს და საკუთარი შესაძლებლობების მეტად რწმენას გისურვებთ.

წყარო -WWW.ADME.RU

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register