“ახალი ავტობუსები” მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგების მოლოდინში

ავტობუსი-bus

სამი ახალი ავტობუსი მარნეულის მუნიციპალიტეტმა ჯერ კიდევ იანვარში შეიძინა. გამგებელმა და მისმა მოადგილეებმა სიამაყით გვიამბეს რამდენად კომფორტული და თანამედროვედ აღჭურვილი ავტობუსები მოემსახურებიან მარნეულის მოსახლეობას.

ავტობუსებს ჯერ კიდევ არ დაუმშვენებიათ მარნეულის ქუჩები და მოსახლეობის აქტიურმა ნაწილმა ეს შეამჩნია. რადიო “მარნეულის” ფეისბუქ-გვერდზე მივიღეთ რამდენიმე წერილი , მოსახლეობა გვთხოვს გავარკვიოთ თუ რატომ არ არის ჩაშვებული დღემდე  ავტობუსები ექსპლუატაციაში.

ჩვენ დაგვჭირდა რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ გაგვერკვია რომელ სამსახურს ევალება და რომელი სამსახურის კომპეტენციაა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა.

გვირჩიეს დავლოდებოდით მარნეულის გამგებლის ჩამოსვლას პოლონეთიდან. ასევე იმის გათვალისწინებით რომ გამგებელს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს,  მისი კომენტარის მოპოვება ტელეფონით მოგვიწია.

გამგებლის კომენტარის მიხედვით, ამ დროისთვის პასუხი კითხვაზე- როდის ისწავლიან პროფესიონალებისგან დილეტანტები და როდის მოემსახურება ავტობუსები მოქალაქეებს არ გვაქვს.

 

თოფჩიშვილის თქმით ზუსტად იციან  ის, რომ ახალი ტრანსპორტი მოემსახურება ქალაქს და ძველი ავტობუსები გადაინაცვლებენ სოფლებში, სადაც მუნიციპალიტეტმა გზა გაარემონტა, მაგალითისთვის, გამგებელმა კუტლიარის სოფელი მოიყვანა.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register