გადაცემა “ცნობიერება” თემით ” მინიმალური ხელფასი საქართველოში “

xelfasii

საქართველოს მიერ ევროპის კავშირთან ასოცირების რატიფიცირებამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ევროპული სტანდარტების მიმართ ჩვენი საზოგადოების ინტერესი. ამ მხრივ, ძალზედ საყურადღებოა მინიმალური ხელფასის სტანდარტი ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში. ეს საკითხი ამ კავშირში სულ უფრო მეტ აქტუალურობას იძენს და მიმართულია ევროპის კავშირში მინიმალური ხელფასის ერთიანი გარანტირებული ნორმის დამკვიდრებისკენ.ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე პრეზიდენტი გია ჯანდიერი გვესაუბრება მინიმალური ხელფასის დადგენა არ დადგენის თაობაზე, ის მსოფლიოსთან საქართველოს ეკონომიკურ რეალობზე პარალელსაც ავლებს.

2014 წლის იანვარში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2015 წლის იანვრიდან მინიმალური საათობრივი ანაზღაურება გაიზრდებოდა 11%-ით. ამჟამად ევროპის კავშირის 28 წევრი ქვეყნიდან 21 ქვეყანაში დადგენილია მინიმალური ხელფასის საერთო ეროვნული ნორმა. რას ფიქრობენ მარნეულელები ხელფასების ოდენობაზე და ზოგადად უნდა იყო თუ არა მინიმალური ხელფასის შესახებ ჩანაწერი კანონში მარნეულის ქუჩებში ვარკვევდით.

 

საქართველოშიც არის მინიმალური ხელფასი დადგენილი ედუარდ შევარდნაძის მიერ და იგი 20 ლარს შეადგენს, თუმც მიხეილ სააკაშვილმა საჯარო სამსახურში მინიმალური ხელფასი განსაზღვრა 115 ლარით. დღეს საქართველოს მთავრობის მხრიდან არაფერი ისმის მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, საინტერესოა რა ვითარებაა დღეს საკანონმდებლო სივრცეში შრომითი ბაზრის რეგულირებაზე, მინიმანულ ხელფასსა თუ დამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთობაზე , აღნიშნულზე იურისტი გიორგი მუმლაძე გვესაუბრება.

კოლექტიური ხელშეკრულებებით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დასაქმებულები მოცული არიან სხვადასხვა მოცულობით, საფრანგეთის რესპუბლიკაში 90%, შვედეთის სამეფოში 80%, ნორვეგიის სამეფოში 75%, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 70%, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მხოლოდ 30%.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register