“ვილისი MB” მარნეულის ქუჩებში – 9 მაისი

QWETYI

9 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ფაშიზმზე გამარჯვების 71–ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებაზე, საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულნი იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები, რომელთაც თვითმმართველობის სახელით ფულადი ჯილდო 250 ლარის ოდენობით დასიმბოლური სასაჩუქრე კალათები, მისალოც   ბარათებთან ერთად გადაეცათ.

იმ ვეტერანებმა, რომელთაც ვერ შეძლეს მოსვლა, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, პირადად ესტუმრნენ ოჯახში, ფაშიზმე  გამარჯვების  71  წლისთავი მიულოცეს და საჩუქრები  გადასცეს.

ფაშიმზე გამარჯვების საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი,  ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები.

სპეციალურად ამ დღისთვის, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 10 ერთეული, ამერიკული ჯიპი მაშინდელი მსუბუქი სამხედრო ავტომობილი, ე.წ “ვილისი MB” და იმ დროინდელი სხვადასხვა  სამხედრო ატრიბუტიკა გამოიფინა.

AE

აღნიშნული ავტომობილები, მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, საბჭოთა კავშირს, ლენდლიზის ხელშეკრულების საფუძველზე, დახმარების სახით, სხვა სამხედრო ტექნიკასთან ერთად გამოუგზავნა. სწორედ ასე მოხვდა 1941 წელს გამოშვებული ამერიკული, სამხედრო დანიშნულების ჯიპების გარკვეული რაოდენობა საქართველოშიც.

აღსანიშნავია, რომ  მიმდინარე წელს საქართველოში მცხოვრებ ყველა ვეტერანს  სახელმწიფოსგან, ერთჯერადი საჩუქრის სახით  პირადანგარიშზე ჩაერიცხათ 600ლარი.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register