სათემო და კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსები გამოცხადდა

11665576_1470514669929728_8553517595958613000_n

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ექვსს მუნიციპალიტეტში კერძო და სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსები გამოაცხადა.

კომისიის გადაწყვეტილებით ორი სათემო რადიომაუწყებლობის ლიცეზნიის გასაცემად კონკურსები გამოცხადდა შემდეგ ქალაქებში:

ქ. მარნეულში FM 96.9-ზე სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიით სარგებლობის საფასური 4 252 ლარის და 50 თეთრის ოდენობით განისაზღვრა.

ა(ა)იპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ რადიო მოემსახურება მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ თემს, რომელთა წარმომადგენლებიც ჩართული იქნებიან მაუწყებლობის პროცესში.

ექვსივე კონკურსზე განაცხადების მიღება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2016 წლის 6 ივნისის 17:00 საათამდე იწარმოებს. მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება 2016 წლის 9 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსის ზეპირი მოსმენის ხდომა, რომელზეც კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტი კომისიონერებს, კონკურსანტებს და დამსწრე საზოგადოებას კონკურსანტების სამაუწყებლო კონცეფციების თაობაზე დასკვნას წარუდგენს 2016 წლის 8 ივლისს 13:00 საათზე ჩატარდება, უშუალოდ საკონკურსო სხდომა კი, რომელზეც კომისიონერები გამარჯვებულ კომპანიებს გამოავლენენ 2016 წლის 14 ივლისს 13:00 საათზეა ჩანიშნული. კონკურსებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

ქ. გორი FM 97.8-ზე სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიით სარგებლობის საფასური 6 075 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

ა(ა)იპ „გორის სათემო რადიო მოზაიკას“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რადიო მოემსახურება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების ინტერესებს, რომელთა წარმომადგენლებიც ჩართულნი იქნებიან მაუწყებლობის პროცესში, ასევე რადიო საშუალებას მისცემს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდული და სასოფლო-სამეურნეო სფეროში მომუშავე მუშაკთა თემის წარმომადგენლებს აქტუალურ საკითხებზე მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარ თემს.

კომისიის გადაწყვეტილებით ორი კერძო საერთო და ორიც კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსები გამოცხადდა შემდეგ ქალაქებსა და დაბებში:

ქ. ბორჯომში FM 103.9-ზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის საფასური 6 075 ლარის ოდენობით განისაზღვრა;

დაბა ბაკურიანში FM 90.7-ზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის საფასური 4 252 ლარის და 50 თეთრის ოდენობით განისაზღვრა;

ქ. იგოეთი FM 93.7-ზე კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის საფასური 5 163 ლარის და 75 თეთრის ოდენობით განისაზღვრა;

ქ. ხაშური FM 98.6-ზე კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის საფასური 5 163 ლარის და 75 თეთრის ოდენობით განისაზღვრა.

წყარო: http://www.gncc.ge/ge/news/press-releases/kerdzo-da-satemo-radiomauwyeblobis-licenziebis-gasacemad-konkursebi-gamocxadda.page

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register