“ცნობიერება” თემით “ენობრივი ბარიერი”

yuyu

რადიო “მარნეულის” ეთერშია გადაცემა ცნობიერება თემით ენობრივი ბარიერი, გადაცემის სტუმრები იქნებიან  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე და სტუდენტი შალალა ამირჯანოვა.

საქართველოს პარლამენტმა 2005 წელს მოახდინა “ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ” ევროპული კონვენციის რატიფიცირება. ამ კონვენციით ქვეყანამ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი ჯგუფების კულტურული, რელიგიური, ენობრივი წესებისა და ადათ-ჩვეულებების დაცვა, მათ შორის მათთვის სასურველ (მშობლიურ) ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა.  2009 წლიდან ხელისუფლებამ ეუთოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) ხელშეწყობით არაქართულენოვან სკოლებში მულტილინგუალური სწავლების პროგრამა დანერგა, თუმცაღა ენობრივი ბარიერი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ საზოგადობას შორის დღემდე რჩება.

პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია და ის ენობრივი ბარიერის ძირითად საკითხებზე სატელეფონო ინტერვიუს სახით გვესაუბრება.

დღეს მთელ მსოფლიოში ადამიანები დაახლოებით 7 000 ენაზე მეტყველებენ. ენათა სიმრავლე და მრავალფეროვნება ოდითგანვე ართულებდა მოგზაურობას, ვაჭრობას, განათლების მიღებას და სახელმწიფოს მართვასაც კი, თუმცა ჩვენი გადაცემის სტუმარმა შალალა მირჯანოვამ ეს პრობლემა გადალახა და საკუთარი თემში ინტეგრაცია დიდი ძალისხმევით შეძლო, ის დღეს რადიო მარნეულის მსმენელებს საკუთარი გამოცდილებას უზიარებს.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register