“ცხოვრებას ფერი არ გააჩნია, ფერი შენს ფუნჯზეა, რომლითაც მის დახატვას აპირებ” – ირაკლი ჭიკაიძე რადიო “მარნეულის” ეთერში

irakli

“დგახარ კედლისაკენ,
სახემიშვერილი,
ზურგზე იარები,
სარკე – ”შპიონია”.
ეძებ თარიღებს
და
ლექსად მიწერილი,
დაგაქვს უღელივით, შენი ირონია.

წვეთავს მოლბერტიდან სისხლი – საღებავი,
ლექსებს ეწევი
და რითმა გაგაბოლებს.
სიცილს იჩემებ
და მოგდის ნამეტანი,
იცი, ღალატობ
და
იცი – გღალატობენ..

შენ კი, მთელი ღამე კედელს უკაკუნებ,
თავს და არ გამოგდის სიტყვის წითლად წერა.
ჯერ არგახსნილ კარებს ცხვირწინ უჯახუნებ,
ვინც კი ერთხელ მაინც გულით მიეფერა

მაგ ზურგს,
ნაიარევს,
წითელ ბილიკებად,
მიდის მდინარე
და ვეღარ იმართები.
მთელი უწესობით იცვლი მიმიკებსაც,
”წესიერი” იცი მხოლოდ წილადები..

ვის რად ენაღვლება წესი-უწესობა,
კედლის ნაპრალები თავს რომ გთავაზობენ?!
მიჭირს,
ავიტანო ისევ უჩემობა,
როცა ვღალატობ
და
როცა – მღალატობენ..”
_
ირაკლი ჭიკაიძე
6.10.15

“იმ ქაღალდს ვგავარ,
ვაგზლის მეტროში,
დაკუჭული რომ ჩავიგდე ჯიბეში
და ვარკეთილიდან ამოსულს,
შემთხვევით რომ წავაწყდი,
ყურსასმენების ძებნისას…”

_

ირაკლი ჭიკაიძე


რესპოდენტი : ირაკლი ჭიკაიძე

წამყვანი : ნანიკო სისვაძე

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register