“ევროპული კაფეების” ტური მარნეულში დაიწყო
23 მაისს, ქვემო ქართლის მასშტაბით მარნეულში „ევროპული კაფეების” ტური დაიწყო.
პროექტის ფარგლებში სლოვაკი ექსპერტები მარია კადლეჩიკოვა და მიხალ ბიგანიჩი მარნეულს სტუმრობდნენ. მათ სლოვაკეთის ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს და უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის თვითმმართველობის წევრები, გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი. შეხვედრის მნიშნვნელობასა და მიზნებზე “ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” წარმომადგენელს ქვემო ქართლში მარი ლიპარტელიანს და მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელ, მარიამ ტყეშელაშვილს გავესაუბრეთ.
„ევროპული კაფეების ტური“ არის პროექტის „საქართველო ევროპულ გზაზე“ შემადგენელი ნაწილი და ხორციელდება გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ სლოვაკაიდის მხარდაჭერით, ხოლო საქართველოში პარტნიორია სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ასევე სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.
0 Comments