მარნეულში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე წინასაარჩევნო კამპანია იწყება.
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. წინასაარჩევნო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით რადიო “მარნეული” დაინტერესდა ადგილობრივი პარტიების საქმიანობით, ჩვენ “სახალხო მმართველობის” პარტიას, “თავისუფალ-დემოკრატებს” და “ქართული ოცნების” ლიდერებს ვესაუბრეთ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიის ლიდერებმა კი განაცხადეს რომ ჯერ არანაირი კამპანია არ დაუწყიათ და აღნიშნულზე კომენტარს უახლოეს დღეებში გააკეთებენ.
0 Comments