მარნეული “ვაკანსიების კვირეულს” მიღმა

Worknet 2

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტი 21-25 სექტემბერს ვაკანსიების კვირეულს მართავს.

ამ პერიოდში სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, უკვე წინასწარ გამოცხადებული ვაკანსიების პირობებში შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ და დაუტოვონ მათ საკუთარი CV.

kvireuli

დღეს, 24 სექტემბერს, დავინტერესდით, მონაწილეობდნენ თუ არა კვირეულში მარნეულში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები. სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ციცინო ხმალაძემ ვერ დაგვიდასტურა მარნეულელთა მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაზე. მან კონსულტაციის გარეშე ინტერვიუზე უარი განაცხადა. სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსთან, ბესიკ ტეფნაძესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ კი აგვიხსნა, რომ მარნეულის რაიონული განყოფილება არანაირ კავშირში არ არის აღნიშნულ კვირეულთან.

ვთხოვე, სააგენტოს ვებ-გვერდზე, პროექტების ველში ენახა დასაქმების ფორუმი, რომელიც მიბმულია სახელმწიფოს გადაწყვეტილებით და ხელშეწყობით შეიქმნილ პორტალთან WorkNet, რომელზე რეგისტრაციაც აუცილებელი პირობაა ვაკანსიების კვირეულში მოსახვედრად. მან კვლავ სამხარეო ცენტრის უფროსის ნათქვამის ციტირება მოახდინა და გაგვიმეორა, რომ  არც ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი და არც მარნეულის რაიონული განყოფილება არანაირ კავშირში არ არის აღნიშნულ კვირეულთან.

თუმცა, სააგენტოს ვებ-გვერდი განმარტავს შემდეგს:

კვირეული ტარდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს #199 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის“ მოთხოვნათა შესაბამისად. განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო.

რატომ არ იცოდნენ აღნიშნულის თაობაზე მარნეულის რაიონულ განყოფილებაში, მაშინ, როცა მარნეულში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი თავისუფლად შეიძლება დასაქმდეს დედაქალაქსა და მის მიმდებარედ, – უცნობია.

კვირეულზე წარმოდგენილი სტატისტიკა კი კარგად ჩანს ფოტოზე:

st1

საკითხის გასარკვევად, ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსს წერილობითი ინფორმაციის მოთხოვნით მივმართეთ. როგორც მან წერილის რეგისტრაციის შემდეგ, დასაზუსტებლად, სატელეფონო საუბრისას განაცხადა, პასუხისთვის 30 დღე აქვს და წერილობით მოგვაწვდის ინფორმაციას.

მარნეულელ სამუშაოს მაძიებლებს კი შეგახსენებთ შემდეგს: შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში – worknet.gov.ge-ზე  რეგისტრიაცია უფასოა და ხელმისაწვდომი ნებისმიერი მომხმარებლისთვის. დასაქმების ფორუმი კი, რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს მოგცემთ საშუალებას გაეცნოთ და გაესაუბროთ პოტენციურ დამსაქმებლებს.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register