ეკონომიკის მინისტრი პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა

qumsiashvili

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს facebook გვერდზე  გავრცელებული ინფორმაციით:

“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამოსცა.

დღემდე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტში ორი ვიცე-პრემიერის თანამდებობა არსებობდა, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი და კახა კალაძე იკავებდნენ. პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობა, რომელზეც დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა, მინისტრთა მოქმედ კაბინეტში სიახლეა.”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register