მანდატურის სამსახური მარნეულში
მანდატურის სამსახური განვითარების გეგმის მიხედვით ფართოვდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილ საჯარო სკოლებსაც სთავაზობს მომსახურებას.
2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისისთვის კონკურსის წესით შერჩეულმა პირებმა სპეციალური მომზადების კურსი გაიარეს, რომლის წარმატებით დასრულების შემდგომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურებად დასაქმდნენ.
ქალაქ მარნეულის №6 საჯარო სკოლას მანდატური მაია ჩხიტუნიძე 2015 წლის აპრილიდან ემსახურება. სწორედ მასთან ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებსაც მანდატურები ფუნქცია-მოვალეობის შესრულებისას ითვალისწინებენ.
2015-2016 სასწავლო წელს მანდატურის სამსახური წარმოდგენილია 3 რეგიონის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, მათ შორის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: იორმუღანლო და ლამბალო, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალიში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გამარჯვება, ყარაჯალასა და ქესალოში, ბოლნისის მონიციპალიტეტის სოფელ კაზრეთში და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში.
https://soundcloud.com/lal-amircanova/mau0jemnk0fi
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments