არამდგრადი ამინდი ერთი კვირა შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-დან 10 ივლისის ჩათვლით საქართველოში ძირითადად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 4, 5 და 6 ივლისს პროგნოზირებულია წვიმა და ელჭექი, ზოგგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა ღამით +26, დღისით კი +31° იქნება.
7 ივლისს ზოგიერთ რაიონში პროგნოზირებულია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და ღამით +30, დღისით +35° იქნება.
8 – 10 ივლისს დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ღამით +23, დღისით +28° -მდე დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი +28, +33°-ია მოსალოდნელი.
0 Comments