მარნეულის ქართულ სკოლებში ენობრივი ბარიერის პრობლემა და კორეელი მოსწავლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტში 74 საჯარო სკოლიდან 9 ქართული, დანარჩენი კი არაქართული სკოლაა . ხშირია შემთხვევები , როდესაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი, სომეხი და რუსი ბავშვების მშობლებს სურთ შვილებს განათლება ქართულ სკოლებში მიაღებინონ. ამ დროს სხვა პრობლემებთან ერთად ყველაზე მწვავედ დგას ენობრივი ბარიერის პრობლემა. ჩვენ შევეცდებით გიამბოთ როგორც ცდილობს ერთ-ერთი ქართული სკოლა , სადაც 60 პროცენტი არაქართულენოვანი მოსწავლე სწავლობს პრობლემასთან გამკლავებას. ლელა ხარშილაძე მარნეულის ნომერ მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ბოლო წლების შედეგებით ენობრივი ბარიერის დაძლევაზე საუბრობს.
marneulifm1106 Posts
0 Comments