რის გამო მოკლა 20 წლის ცოლი ახალგაზრდა მამაკაცმა ფონიჭალაში

cinayet

   ფონიჭალაში ქმარმა 20 წლის მეუღლე მოკლა. არსებული ინფორმაციით, 1996 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქალი ქმარმა ყელის არეში, ცივი იარაღით დაჭრა.

ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. წინასწარი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მკვლელობაში ბრალდებული მეუღლე ცხელ კვალზე დააკავეს. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. შესაბამისად, საქმეც სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა აღძრული. ცოლის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლისაა. მასალის გამოყენების პირობები

წყარო: palitratv.ge

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register