მარნეულში ევროინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს

30 სექტემბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა სემინარი თემაზე: “მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე“.
ღონისძიების მიზანია საქართველოს რეგიონებში ცნობიერების ამაღლება ევროინტეგრაციის პროცესის და მისგან მომდინარე შესაძლებლობების, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ.
marneulifm1106 Posts
0 Comments