მარნეულში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
1 ოქტომბერს ხაბდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარნეულელმა ახალგაზრდებმა ქუჩაში მსვლელობა მოაწყვეს.
1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ 1 ოქტომებრი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, საქართველოში ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღე 2003 წლიდან აღინიშნება.
დღევადნელი აქცია მარნეულელი ახალგაზრდების ინიციატივით გაიმართა. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურმა კი ახალგაზრდების ინიციატივას მხარი დაუჭირა და მათ აქციის ორგანიზებაში დაეხმარა.
marneulifm1106 Posts
0 Comments