ჩვენი თვალით დანახული “ჯინსების თაობა” გადაცემაში “პოლიფონია”

jinsebis taoba

„თვითმფრინავის ბიჭების საქმე“ ან „თვითმფრინავის ბიჭები“ — 1983 წლის 18-19 ნოემბერს მომხდარი სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობა.საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით 7 ქართველის მონაწილეობით გატაცებული იქნა თვითმფრინავი ტუ-134A.თვითმფრინავის გატაცებაში სულ 7 ახალგაზრდა ქართველი მონაწილეობდა.

გეგა კობახიძე, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გია ტაბიძე და თინა ფეტვიაშვილი-“ჯინსების თაობა”

რადიო “მარნეული” გადაცემაში “პოლიფონია” დროს ჯინსების თაობას უთმობს, ჩვენი სტუმარია რუსა კაპანაძე, ის თავისი განცდების შესახებ გვიამბობს და გააკეთებს საკუთარ შეფასებას თავისუფლებაზე. გამოგვყევით და გვისმინეთ ვისაც “თვითმმფრინავის ბიჭები” მოგენატრათ.

გეგას მონოლოგი

მე დავბრუნდები, ზღაპრული ფრთებით,
წვიმისფერ ქალაქს დავხედავ ციდან.
მერე რა მოხდა ამ ახირებით,
თუ სხვა სივრცეში გაფრენა მინდა.

მოვივლი ბავშვურ ოცნების მხარეს,
ავედევნები იისფერ სურვილს,
მე დავბრუნდები, მე მოვალ მალე,
როცა გაფრენით მოვიკლავ წყურვილს.

მე დავბრუნდები,მაგრამ ფრენისგან,
ფრთები, ო, ფრთები მტკივა ძალიან,
ჩემთან გაფრენა შენც თუ გეღირსა,
ვიცი, რომ ესეც ჩემი ბრალია…

ავტორი: მამა პეტრე

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register