მარნეულში 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენეს

დღეს 8 აგვისტოა,საქართველოს   უახლეს ისტორიაში ყველზე მნიშნვნელოვანი თარიღი, ტკივილით და გმირული სულისკვეთებით სავსე დღე.  2008 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს თავდაცვის ქვედანაყოფებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური სროლებით  რუსეთ საქართველოს ომი დაიწყო.

2008 წლიდან 8 წელი გავიდა, ეს დღე ახსოვთ მარნუელში. დღეს სამშობლოსთვის თავდადებულთა  მემორიალთან მარნუელელები შეიკრიბნენ და აფხაზეთ-სამაჩაბლოსა და რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ზაზა ბოჭოიძე, გიორგი ტატუაშვილი, რომან ზოიძე 2008 წლის აგვისტოს ომმა შეიწირა. მამუკა შუბითიძე კი დღემდე დაკარულად ითვლენა.  გმირების ოჯახის წევრები დღეს მემორიალთან იმყოფებოდნენ, ლამზირა მეგრელიშვილი ომში დაღუპული შვილის დედაა.

დაღუპული გმირების მემორიალთან იმყოფებოდა მარნეულის მუნციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენლები, სხვადასხვა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები.

დღევანდელი დღე მარნეულის კულტურის სახლის წარმოამდგენლებმა სპეციალური ნომრებით გააფორმეს. ზაზა ბოჭოიძის შვილებმა კი პატრიოტულ თემატიკაზე ლექსები წაკითხეს.

2 4 3

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register