ნინო სალუქვაძე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ოლიმპიადის ნახევარფინალშია

nino-saluqvadze-01

ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ნახევარფინალშია.
სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი 584 ქულით, მესამე ადგილით დაასრულა. ამდენივე ქულა დააგროვა პნევმატურში ბერძენმა ოლიმპიურმა პრიზიორმა ანა კორაკაკიმ, თუმცა, მას უკეთესი დამატებითი მაჩვენებლები აღმოაჩნდა და მეორეზეა, შესარჩევი კი მოიგო ჩინელმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა ჯინჯინ ჭანმა – 592 ქულა.

ნახევარფინალურ ოქტეტში 583 ქულით ასევე მოხვდნენ გერმანელი ევროპის რამდენიმეგზის მედალოსანი მონიკა კარჩი, ბულგარელი ევროპის პრიზიორი ანტოანეტა ბონევა, ხოლო 582-ით – ჩრდილო კორეელი იონ სუკ იო, შვეიცარიელი ევროპის სამგზის ჩემპიონი ჰაიდი გერბერ დიჩელმი და რუსი ეკატერინა კორშუნოვა.

წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/391984-nino-saluqvadze-sportuli-pistoletidan-srolashi-olimpiadis-nakhevarfinalshia.html

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register