ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიულ თანამშრომლობას
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიულ თანამშრომლობას. თანამშრომლობის მსურველები საპროექტო განაცხადებს 17 დეკემბრამდე წარმოადგენენ.
აზერბაიჯანსა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებს შორის ტერიტორიული თანამშრომლობის გასაძლიერებლად ევროკავშირმა 2015 წლის 18 სექტემბერს საგრანტო კონკურსი ოფიციალურად გამოაცხადა.
2 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას საქართველოდან და აზერბაიჯანიდან საგრანტო კონკურსის ფარგლებში გრანტის მიღებით დაინტერესებული ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო სესიების მიზანს პოტენციურ აპლიკანტებში ინტერესის გაღვივება და მათთვის პროგრამის სპეციფიკური და ტექნიკური ნაწილის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის პროგრამის (EaPTC Support Programme) მმართველი ორგანიზაციის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლის შტეფან ეზინგის განცხადებით პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი და რეგიონული სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების პროფესიული უნარების გაძლიერებას ერთობლივი საზღვრისპირა პროექტების შემუშავების და განხორციელებისთვის.
საინფორმაციო სესიის ნაწილი ასევე დაეთმო მედია საშუალებების წარმომადგენლებს საქართველოდან და აზერბაიჯანიდან. მედია საშუალებებთან საუბრისას საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობის ექსპერტმა ლუბოვ პოლივოდამ პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაამახვილა ყურადღება. ვებ-გვერდზე განთავსებულია საჭირო მასალა და საკონტაქტო ინფორმაცია პოტენციური აპლიკანტებისთვის საქართველოდან და აზერბაიჯანიდან.
ღონისძიების დროს აპლიკანტებისთვის დეტალურად იქნა განხილული ისეთი საკითხები, როგორიცაა განაცხადის ფორმა, მონაწილეობის უფლება და შერჩევის კრიტერიუმები, სპეციფიკური მოთხოვნები და სხვა სასარგებლო ინფორმაცია. საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა ფარავს შემდეგ ეკონომიკურ ზონებს: საქართველოში – კახეთსა და ქვემო ქართლს, ხოლო აზერბაიჯანში: განჯა-გაზახსა და შექი-ზაქათალას.
საქართველოდან, მარნეულში რეგისტრირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის „დემოკრატიული კავშირი – მტრედი“-ს თავმჯდომარე საბინა ტალიბოვა იმედს გამოთქვამს, რომ ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა საქართველოსა და აზერბაიჯანს სასარგებლო შედეგებს მისცემს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის პროგრამის (EaPTC Support Programme) მიზანია ხელსაყრელი გარემო შექმნას ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამებისთვის: აზერბაიჯანი-საქართველო, სომხეთი-საქართველო, მოლდავეთი-უკრაინა და ბელორუსი-უკრაინა საზღვრისპირა რაიონებში თითოეული რეგიონის თავისებურების გათვალისწინებით.
ევროკავშირის წვლილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის პროგრამაში არის 12.5 მილიონი ევრო.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments