“ერთს პლიუს ოთხი” წარმატებით მიმდინარეობს

marneulshi abiturientebs sakartvelos umaghles sastsavleblebshi chasabareblad programa 14 gaatsnes 5805

სახელწოდებით “ერთს პლიუს ოთხი” ცნობილი პროგრამა საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვისაა განკუთვნილი და უკვე მეხუთე წელია გრძელდება. პროგრამით დაინტერესებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ყოველი აბიტურიენტი, რომელიც წარმატებით აბარებს ზოგადი უნარების ტესტს, ხდება მოსამზადებელი კურსის სტუდენტი და შეისწავლის ქართულს, როგორც მეორე მშობლიურ ენას. გამოცდა 80 ტესტისგან შედგება, რომელთაგან პირველი ნახევარი ლოგიკაა, ხოხლო მეორე ნახევარი – მათემატიკა.

 

აბიტურიენტი, რომელიც ორმოც ან მეტ ქულას დააგროვებს, ეუფლება სახელმწიფო გრანტს და ხუთი წლის განმავლობაში უფასოდ იღებს განათლებას. პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა საგანები ისწავლება. თემასთან დაკავშირებით მივმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსის პროგრამის კოორდინატორს ნათია უღრელიძეს.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register