გამგეობის წინ 10 დღეა მძიმე ტექნიკა დგას

traqtorebi

10 დღეა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ მოსახლეობას  საშუალება აქვს უფასოდ დაათვალიეროს 8 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მძიმე ტექნიკა, ე.წ „ტრაქტორები“. არ გეგონოთ რომ ეს გამოფენაა. როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, გამგებლის მოადგილე ზაურ ტაბატაძე ამბობს, ეს ტექნიკა ქვემო ქართლმა აზერბაიჯანისგან საჩუქრად მიიღო და უახლეოს მომავალში გაანაწილდება სხვა რეგიონებზე. მანამდე კი მათ დასაყენებლად საუკეთესო ადგილად მარნეულის გამგეობის წინამდებარე ტერიტორია შეირჩა.

გამგებლის მოადგილისგან განსხვავებით ადგილობრივები არჩევნებს უკავშირებენ  მარნეულის გამგეობის წინ მძიმე ტექნიკის განთავსებას და ამბობენ , რომ ეს ერთგვარი პიარის ნაწილია.

ჩვენ ვიმყოფებოდით მარნეულის გამგეობის წინ, დავათვალიერეთ მძიმე ტექნიკა , თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ როდის მოხდება ამ ტექნიკის გადაყვეანა ე.წ მუნიციპალურ ფარეხში. სავარაუდოდ , დამთვარიელებლებს ტექნიკის ნახვა 8 ოქტომბრამდე შეეძლებათ.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register